in

ნაკრებს ორი კაცი გამოაკლდა: ლუქსემბურგს მსაჯი არ მოსწონს

ბევრი აღარ რჩება საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე.

ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი შეხვედრის განაცხადში ცენტრალური მცველი საბა საზონოვი („ტორინო“) და საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“) ვერ მოხვდნენ.

საქართველო–ლუქსემბურგის მატჩის განაცხადი უეფას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ახლა ასეთია:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: საბა კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი),

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ-ი, კვიპროსი)

საქართველოს და ლუქსემბურგის ნაკრებების მატჩი 21 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

ამსობაში ირკვევა, რომ ლუქსემბურგის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუკ ჰოლტცი უკმაყოფილოა იმით, რომ შეხვედრის მსაჯი ესპანელი ხოსე მარია სანჩესია.
რაშია საქმე?
სანჩესმა ოქტომბერში სლოვაკეთთთან მატჩში (0:1) ლუქსემბურგი გააღიზიანა.
არ დაუნიშნა პენალტი, ყვითელი ბარათი მისცა ვინსენტ ტილს.
ჰოლტცმა უკმაყოფილება მეოთხე მსაჯთან გამოხატა და მასაც პრობლემა შეექმნა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბურთის ფავორიტები განახლდა, მაგრამ იგივე რჩება: ძველი გვარდია ბოლოშია

2:0 – ფინალში ვართ: დარჩა ერთი ნაბიჯი ევროპამდე