in

ნაკრებმა ერთით წინ წაიწია: საუკეთესო საქართველო ბოლო 10 წელიწადში

ფიფამ მსოფლიო სანაკრებო რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრები 77-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც ბოლო 10 წელიწადში საუკეთესო შედეგია.

გასული წელი ჩვენებმა 78-ე ადგილზე დაასრულეს. მარტში საქართველომ ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთი 6:1 დაამარცხა, ხოლო ევრო 2024-ის შესარჩევში ნორვეგიასთან ფრედ 1:1 ითამაშა. ამის გამო 5,53 ქულა დაემატა და ერთი საფეხურით დაწინაურდა.

ეს ბოლო 10 წელიწადში საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგია: 2013 წელს გუნდი 69-ე პოზიციაზე იყო. საქართველოს ნაკრებს საუკეთესო შედეგი კი 1998 წელს ჰქონდა – 42-ე ადგილი, ხოლო უარესი 2015 წელს – 154-ე.

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს მეტოქეების რეიტინგი:

  1. ესპანეთი – 1682.85
  2. შოტლანდია – 1500,52
  3. ნორვეგია – 1463,77
  4. საქართველო – 1311.51
  5. კვიპროსი – 1179,45

ფიფა-ს რეიტინგის საუკეთესო ათეული:

  1. არგენტინა – 1840.93
  2. საფრანგეთი – 1838.45
  3. ბრაზილია – 1834.21
  4. ბელგია – 1792.53
  5. ინგლისი – 1792.43
  6. ნიდერლანდები – 1731.23
  7. ხორვატია – 1730.02
  8. იტალია – 1713.66
  9. პორტუგალია – 1707.22
  10. ესპანეთი – 1682.85

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალს ყველაზე მეტი შეხვდა: უეფამ ევროფულები ჩამოარიგა

ქართველების 21 წუთი: სანდრო ანტირეკორდს გადაურჩა, პლეი-ოფი არ იქნება