in

ნაკრებმა ამხანაგური დაგეგმა, ივნისში მონტენეგროსთან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს.

წლის პირველი ამხანაგური მატჩის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მონტენეგროს ნაკრებს ესტუმრება. მატჩი პოდგორიცაში, “გრადსკი სტადიონზე” გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს საქართველოს ნაკრები 21 მარტს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩვენი გუნდი ლუქსემბურგის ნაკრებს დინამო არენაზე უმასპინძლებს.

წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც 26 მარტს გაიმართება. ფინალურ შეხვედრას საქართველო – ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უნგრელი გოგო ნეიმარისგან აღიარებას და ალიმენტებს ითხოვს: ბოლივიაში გავიცანი და დავფეხმძიმდი

ისევ ძირითადში: ჩაკვემ კარგი შეფასებები მიიღო