in

ნაინგოლანმა ნაფაზებით ოლიმპიადის ლოგო გამოსახა და შემდეგ ითამაშა

რაჯა ნაინგოლანი, რომ სიგარეტთან მეგობრობს არ ახალი ამბავია. მეტიც, რიგ მომენტებში ის საერთოდ არ ერიდება საჯაროდ შესაშური ტექნიკის გამომჟღავნებას. ჰოდა, გუშინ ერთი ასეთი იყო.

რაჯამ იუპერ ლიგის მე-12 ტურის მატჩის წინ, სადაც მისი “ანტვერპენი” გასვლაზე “სტანდარტს” უნდა შეხვედროდა, სათადარიგოთა სკამზე სიგარეტი მოწია. 

საინტერესოა, რომ 34 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა შორის გახლდათ და ის მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, მისი გუნდი კი 0:3 დამარცხდა.

ამ ფაქტის სააშკარაოზე გამოსვლის შემდეგ, “ანტვერპენის” ხელმძღვანელობამ ვეტერანი ბელგიელი მთავარი გუნდიდან მოკვეთა.

საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ნაინგოლანი სიგარეტით დააფიქსირეს. ის თამბაქოს მომხმარებლად სერია A-შიც შეუნიშნავთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სადილზე სერია ა-ს პრინცთან, კვარაცხელიასთან წავიდოდი: იტალიელ შოუგოგოს ხვიჩა შეუყვარდა

ახალი კონტრაქტი კვარას და გაუმჯობესებული ანაზღაურება