in

მხოლოდ მსუბუქად და დღეს მოკლედ: ჩვენებმა რიგა არენაზე ვერ ივარჯიშეს – ვიდეო

ლატვიაში უკრაინასთან სათამაშოდ ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა “რიგა არენაზე” პირველი ვარჯიში გამართა. ეს გახლდათ უფრო მოთელვითი, აღდგენითი ვარჯიში, რომლის დროსაც ჩვენი ნაკრების წევრებმა ახალი დარბაზი, რომ იტყვიან, “დაზვერეს”. მგზავრობის შემდეგ მწვრთნელთა შტაბმა გუნდს საშუალება მისცა, დაესვენა და შესაბამისად, ილიას ზუროსს რიგის დარბაზში კომბინაციებისა და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებზე ვარჯიში არ ჩაუტარებია.

ეს გახლდათ თამაშამდე ბოლო ვარჯიში “რიგა არენაზე”, რადგან გუშინ, 30 ივნისს, ამ დარბაზში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი გაიმართა ლატვიასა და სერბეთს შორის.

საქართველოს ნაკრები “რიგა არენას” მხოლოდ 1 ივლისს, თამაშის დღეს დაუბრუნდება.
ჩვენები “რიგა არენაზე” თამაშის დღეს, დილას მოკლე ვარჯიშს ჩაატარებენ, ხოლო საღამოს უკრაინას დაუპირისპირდებიან.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 20:00 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოტენჰემმა რიშარლისონი 70 მილიონად იყიდა, ინტერმა ლუკაკუ წარადგინა: დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

მარკამ მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელი შეადგენინა: სადღა არიან კრიშტიანო და ლეო