საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
31 მაისს, ვილი სანიოლის გუნდმა ავსტრიულ შეკრებაზე მესამე ვარჯიში გამართა: საწვრთნელ პროცესში კვლავ 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე.
მოსამზადებელი ეტაპის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.
ზურიკო დავითაშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):
“ვემზადებით ჯერჯერობით არასრული შემადგენლობით, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შემოგვიერთდება საკლუბო მატჩების შემდეგ. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესს განსხვავებული ემოციები აქვს. უფრო მშვიდად ვართ, ნერვიულობა ნაკლებია.
ჩემი აზრით, ავსტრიაში კარგი მოსამზადებელი შეკრება გამოგვივა და შესაბამისი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივემგზავრებით. შედეგი გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.
GIPHY App Key not set. Please check settings