ცნობილი გახდა ფიფას გეგმები 2030 წლის მუნდიალთან დაკავშირებით.
COPE-ის მონაცემებით, ტურნირი 8 ივნისს დაიწყება. შაბათ-კვირას, 8-9 ივნისს დაგეგმილია ტურნირის 100 წლის აღნიშვნა და ურუგვაის, არგენტინისა და პარაგვაის პირველი მატჩები, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში ჩატარდება.
ხუთშაბათ-პარასკევს, 13-14 ივნისს გაიმართება გახსნის ცერემონია და 2030 წლის მუნდიალის გახსნის მატჩი. შაბათ-კვირას, 15-16 ივნისს ურუგვაის, არგენტინისა და პარაგვაის ჯგუფებში სხვა გუნდების პირველი შეხვედრები.
პარასკევ-შაბათს, 21-22 ივნისს მეორე მატჩები ურუგვაის, არგენტინისა და პარაგვაის ყველა ჯგუფში.
კვირას, 21 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.
ამრიგად, ტურნირი შესაძლოა 44 დღე გაგრძელდეს.
GIPHY App Key not set. Please check settings