მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა გამსვლელი გუნდი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ უმეტესობა უკვე ვიცით. ფიფამ კი წილისყრის წინ გუნდები ოთხ კალათაში უკვე გაანაწილა.
მუნდიალის საგზური 42-მა ქვეყანამ მოიპოვა, მარტში 6 საგზურისთვის 22 გუნდი იბრძოლებს. 16 ევროპული გუნდი კი 4 საგზურისთვის ითამაშებენ. კიდევ 2 საგზური კი კონფედერაციათა შორის პლეი ოფში გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყანა მონაწილეობს.
წილისყრის შედეგად გუნდები 12 ჯგუფში განაწილდებიან, თითოეულ ჯგუფში თითო კალათადან ერთი გუნდი მოხვდება.
მუნდიალის პლეი ოფში ჯგუფიდან ორი გუნდი გავა, ასევე 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი.
კალათები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის:
I კალათა
ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, აშშ, მექსიკა, კანადა
II კალათა
ხორვატია, მაროკო, კოლუმბია, ურუგვაი, შვეიცარია, იაპონია, სენეგალი, ირანი, სამხრეთ კორეა, ეკვადორი, ავსტრია, ავსტრალია
III კალათა
ნორვეგია, პანამა, ეგვიპტე, ალჟირი, შოტლანდია, პარაგვაი, ტუნისი, კოტ დივუარი, უზბეკეთი, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა
IV კალათა
იორდანია, კაბო ვერდე, განა, კურასაო, ჰაიტი, ახალი ზელანდია, ევროპის პლეი ოფი 1, ევროპის პლეი ოფი 2, ევროპის პლეი ოფი 3, ევროპის პლეი ოფი 4, კონფედერაციათა შორისი პლეი ოფი 1, კონფედერაციათა შორისი პლეი ოფი 2
წილისყრა 5 დეკემბერს ვაშინგტონში, კენედის ცენტრში ჩატარდება.
თავად მუნდიალი 11 ივნისს იწყება და 19 ივლისს დასრულდება. მასპინძელი სამი ქვეყანაა: აშშ, კანადა და მექსიკა.


GIPHY App Key not set. Please check settings