მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი სამი ტური ეროვნულმა ნაკრებებმა ერთ კვირაში მოითავეს. Whoscored.com-მა კი ფეხბურთელების თამაში შეაფასა და პირველი ეტაპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ნიდერლანდებსა და ბელგიას 3-3 წარმომადგენელი ჰყავთ, რომლებმაც თავიანთი მესამე თამაში კატასტროფული ანგარიშებით (7:0 და 8:0) მოიგეს.
იბრა, ბუსკეტსი, კვარა: ხვიჩა სამი ტურის სიმბოლურშია
აი რა გამოვიდა:
მეკარე: ტომას შვედკაუსკასი (ლიეტუვა, 8,0).
მცველები: მარიო ფერნანდესი (რუსეთი, 7,5), კირან ტირნი (შოტლანდია, 7,8), მატის დე ლიგტი (ნიდერლანდები, 7,6), ნიკოლაი ბოილესენი (დანია, 8,4).
ნახევარმცველები: სტივენ ბერგჰუისი (ნიდერლანდები, 8,6), დენის პრატი (ბელგია, 9,6), ჰანს ვანაკენი (ბელგია, 10), ჟერემი დოკუ (ბელგია, 10).
თავდამსხმელები: მემფის დეპაი (ნიდერლანდები, 8,9), დაშუან ტადიჩი (სერბეთი, 8,3).
GIPHY App Key not set. Please check settings