ცნობილმა სპორტულმა სააგენტომ europsort-მა გერმანული Transfermarket-ის მონაცემებზე დაყრდნობით იმ მოთამაშეთა 10-ეული დაასახელა, რომლებიც 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ. მათ შორის, მეათე ადგილზე საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია მუნდიალის სესარჩევის საუკეტესო დრიბლიორია. იგი და რაჰიიმ სტერლინგი თამაშში საშუალოდ 4 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებდნენ. ასევე, კვარაცხელია B ჯგუფის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
კვარაცხელია და სტერლინგი შესარჩევის საუკეთესო დრიბლიორები არიან
ბუსკეტსთან და ლინდელოფთან ერთად: კვარაცხელია B ჯგუფის სიმბოლურში
იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებიც მსოფლიო ცემპიონატზე ვერ მოხვდნენ ყველაზე ძვირადღირებული და კაშკაშა ვარსკვლავი ნორვეგიელი ვუნდერკინდი ერლინგ ჰაალანდია.
მუნდიალის გარეშე დარჩენილი 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სია ასე გამოიყურება.
1 ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია, 150 მილიონი)
2. იან ობლაკი (სლოვენია, 70)
3. მილან შკრინიარი (სლოვაკეთი, 60)
4. მარტინ ედეგორი (ნორვეგია, 40)
5. სტეფან სავიჩი (მონტენეგრო, 25)
6. დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, 25)
7-8. ბერატ ჯიმშიტი (ალბანეთი, 22)
7-8. მარაშ კუმბულა (ალბანეთი, 22)
9. მანორ სოლომონი (ისრაელი, 20)
10-11. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, 18)
10-11. მირალემ პიანიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა, 18)
GIPHY App Key not set. Please check settings