in

მუნდიალისთვის დაბადებული კაცი – გაიცანით გილერმო ოჩოა!

ჟუსტ ფონტენი გახსოვთ? – მოთამაშე, რომელმაც ერთ ჩემპიონატზე 13 გოლი გაიტანა და ამით, სავარაუდოდ, შეუხებელი რეკორდი დაამყარა, მაგრამ მისმა კომეტამ ჩაიქროლა, დღეს კი ფონტენის სახელს უფრო საფეხბურთო არქივების, რეკორდებისა და იცოდით თუ არა? რუბრიკაში წავაწყდებით.

ჰოდა, არსებობენ მოთამაშეები, რომელთა მისიაც მკაცრად განსაზღვრული შაბლონია და გილერმო ოჩოა, სწორედ ასეთია. მეკარე, რომლის შესახებაც 4 წელი არაფერი ისმის, წყნარად და უჩუმრად მიუყვება დინებას, მაგრამ მუნდიალი იწყება და მასში გორდონ ბენქსი და ოლივერ კანი სახლდებიან – ის, უბრალოდ გაუვალი კედელი ხდება.

მსგავსი მოლიზღარობა ამ მუნდიალის წინაც შეიმჩნეოდა, როდესაც შემადგენლობები გამოქვეყნდა – დაბრუნდა ოჩოა და დაიშალეთო, მაგრამ გუშინ, 36 წლის მექსიკელმა მეკარემ კიდევ ერთხელ გაგვაოვა. რობერტ ლევანდოვსკის დარტყმული პენალტი უკუაგდო და მექსიკას უმნიშვნელოვანესი ქულა მოუპოვა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გილერმოს საკლუბო კარიერის ზენიტი “მალაგა” ან “აიაჩო” იყო და ამით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ აბა მუნდიალზე ნახეთ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ენტონი დევისის ჩინებული ინდივიდუალური პერფორმანსი ლეიკერსს არ ეყო

BREAKING: გლეიზერები მანჩესტერს ჰყიდიან