ფიფას საბჭოს ბიურომ მოიწონა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გუნდების განაცხადის გაზრდის ინიციატივა.
ყატარის ტურნირზე ყველა გუნდი ვალდებული იქნება 23-დან 26 ფეხბურთელამდე ჩაიყვანოს. ამასთან, გაფართოებულ შემადგენლობაში უკვე შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 55 ფეხბურთელის ყოლა – 20-ით მეტი, ვიდრე მანამდე.
რეგლამენტში შესწორების შეტანის მიზეზად დასახელდა ჩემპიონატის ჩატარების უნიკალური ვადები და ფეხბურთზე კოვიდპანდემიის გავლენა.
ყატარის მუნდიალი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება.
GIPHY App Key not set. Please check settings