მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ფეხბურთის მამაკაცი გულშემატკივრების ორ მესამედზე მეტს ქალთა სპორტის მიმართ მტრული ან სექსისტური დამოკიდებულება აქვთ.
კვლევა დარემის უნივერსიტეტმა ჩაატარა და თითქმის 2 ათასი მამაკაცი გულშემატკივარი გამოკითხეს, რომლებმაც ასაკის მიუხედავად, აშკარად ანტიქალური ნიშნები გამოავლინეს.
კვლევა ჩატარდა ქალთა სპორტის მიმართ გაზრდილი ყურადღების კონტექსტში, განსაკუთრებით 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის და 2015 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ, რომელშიც ინგლისმა ბრინჯაოს მედლები აიღო.
კვლევის წამყვანი ავტორი იყო დოქტორი, სპორტის კათედრის დოცენტი სტეისი პოუპი. აი რას ამბობს ის:
„ეს პირველი კვლევაა, რომელიც სწავლობს ბრიტანელი მამაკაცი გულშემატკივრების დამოკიდებულებას ქალთა სპორტის მიმართ იმ ეპოქაში, როდესაც ქალთა სპორტი აშკარად ჩანს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
კვლევამ აჩვენა, რომ სპორტში ქალებისადმი დამოკიდებულება იცვლება და ის უფრო პროგრესულია. თუმცა შედეგები ასევე ასახავს პატრიარქალურ საზოგადოებას.
ბევრი მაგალითია, როდესაც ყველა თაობის მამაკაცები მკვეთრ სექსისტურ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ“.
რესპოდენტები სამ კატეგორიად დაყვეს: პროგრესული შეხედულებების მქონე; ვინც აშკარად ქალების წინააღმდეგია; ფარული მოწინააღმდეგეები.
პირველი ჯგუფის 24% მედიაში ქალთა სპორტის თანაბარი გაშუქების მომხრეა.
მეორე ჯგუფი – გამოკითხულთა 68% – მიიჩნევს, რომ ქალები საერთოდ არ უნდა დაკავდნენ სპორტით, ხოლო თუ მაინც მისდევენ, მაშინ უფრო „ქალურ“ სახეობებს, მაგალითდ მძლეოსნობას და არა ფეხბურთს. მედიაში ქალთა სპორტის გაშუქება კი შეფასდა როგორც „პოზიტიური დისკრიმინაცია“.
ქომაგების 8% (ფარული მოწინააღმდეგეები) უფრო პროგრესულ დამოკიდებულებას აჩვენებდა, მაგრამ ცხოვრებაში რეაქციულ მოსაზრებებს გამოხატავდა.
GIPHY App Key not set. Please check settings