საფრანგეთის ლიგა 1-ში „ოსერთან“ (2:2) დუბლის შესრულების შემდეგ „ლიონის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ლიონის რეგიონულ გამოცემასთან ინტერვიუში კრიტიკოსებს უპასუხა და განაცხადა, რომ უგოლობის პერიოდში მათ ყურადღებას არ აქცევდა.
„სიმართლე გითხრათ, არ ვარ ის ადამიანი, ვისზეც ზეწოლა მოქმედებს. მე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. ვარჯიშზე გოლები გამქონდა. ამიტომ თავს მოშვებისა და დანებების უფლებას არ ვაძლევდი. „ოსერთან“ მატჩი კი გარდამტეხი უნდა გახდეს.
ვიცოდი, ჩემზე რას საუბრობდნენ. განიხილავდნენ ისეთ თემებს, რასაც ფეხბურთთან კავშირი არ აქვს. ბევრი რამ სიმართლეს არც შეეფერებოდა. ეს ნორმალურია, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი. ვთქვი და გავიმეორებ, რომ მტკიცე ხასიათი მაქვს და ვაგრძელებ მუშაობას, რათა ზოგიერთი ჩემი კრიტიკოსი გავაჩუმო“, – განაცხადა საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელმა.
23 წლის თავდამსხმელს, რომელიც „ლიონში“ ზაფხულში გადავიდა, საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ რვა მატჩში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა ჰქონდა შესრულებული.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings