ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად “აიაქსთან” მოგებულ მატჩში (6:1) “ნაპოლის” ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩინებულად ითამაშა, ტურნირზე სადებიუტო გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ძალიან სასარგებლო იყო. ყველაფერს რომ თავი დაანებო, ორი მცველი მუდამ მისი მეურვეობითაა დაკავებული, რაც პარტნიორებს სივრცეებს უთავისუფლებს.
ქართველის ანგარიშზე ნეაპოლურ გუნდში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში 6 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. “ნაპოლი” ხვიჩას გოლს კლუბის “ფეისბუქის” გვერდზე ეხმიანება: “ვან გოგი? არა, კვარავაჯო”.
კლუბი საიტი მიმოხილვაში ხვიჩას აქებს: “კვარა” მოქმედებს, როგორც გოდო (დრამატურგ სამუელ ბეკეტის პიესის მიხედვით),ლოდინის რეჟიმშია, შემდეგ კი მტაცებელივით დროულად მოქმედებს, რათა თავისი საფირმო დარტყმა განახორციელოს”.
GIPHY App Key not set. Please check settings