in

მსოფლიო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ: ფიფას იდეა მოსწონს

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ (SAFF) მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების წინადადება წამოაყენა.

ფიფამ მოიწონა SAFF-ის წინადადება. ახლა მმართელი ორგანოზაცია ამის შესაძლებლობას შეისწავლის და ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს ჩაატარებს.

საუდელების წინადადებას მხარი დაუჭირა 16 ეროვნულმა ფედერაციამ, 21 ფედერაციამ თავი შეიკავა და პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„მიგვაჩნია, რომ ფეხბურთის მომავალი კრიტიკულ ეტაპზეა. ბევრი პრობლემა, რასაც ფეხბურთი წააწყდა, პანდემიით ღრმავდება“, – თქვა SAFF-ის პრეზიდენტმა იასირ ალ-მისეხალმა.

საუდის არაბეთის ფედერაცია ირწმუნება, რომ ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ხელს შეუწყობს „ნაკრები გუნდების მატჩების რაოდენობის შემცირებას, მაგრამ მათ უფრო მეტი აქტუალობა და ფასი დაედება“. ცვლილება შეეხება როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ჩემპიონატებს.

მოგეხსენებათ, დაარსების დღიდან მუნდიალი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსეთიდან წასვლაზე მითითება არ მიგვიცია – რა ხდება კვარაცხელიაზე: რაზე ლაპარაკობენ ხვიჩა და მამამისი

სუპერლიგა: რა იმალება კარიკატურების უკან