in

მსოფლიო ჩემპიონატი ისევ ზამთარში: სიცხე და რამადანი საუდის არაბეთში ზაფხულის მუნდიალს პრობლემას ქმნის

ფიფას 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თარიღების დადგენა გაუჭირდა.

ცნობილია, რომ საუდის არაბეთის წინადადება ტურნირის მასპინძლობისთვის რეკორდულ 420 ქულით შეფასდა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა რჩება 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთადერთ პრეტენდენტად.

ფიფა ყურადღებას ამახვილებს საუდის არაბეთში კლიმატსა და რამადანის დღესასწაულზე. ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში ტემპერატურა ყველაზე ზომიერია ოქტომბრიდან აპრილამდეა, როდესაც საშუალო ტემპერატურა 15°C-დან 30°C-მდე მერყეობს.
მაისიდან სექტემბრამდე, საშუალო ტემპერატურა მერყეობს 17°C-დან 38°C-მდე, თუმცა მაქსიმალური ტემპერატურა შეიძლება მნიშვნელოვნად მაღალიც იყოს.

რამადანი არის წმინდა თვე მუსლიმებისთვის, რომელიც ისლამური მთვარის კალენდრის მიხედვითაა. იგი ყოველწლიურად იზიდავს 1,5 მილიონზე მეტ მომლოცველს მთელი მსოფლიოდან. 2034 წელს რამადანი ნოემბერ-დეკემბერში აღინიშნება.

აქედან გამომდინარე, მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი არა ზაფხულში, არამედ შეიძლება ზამთარში გაიმართოს.
მით უმეტეს, რომ მსგავსი შემთხვევა უკვე იყო, როდესაც წინა მუნდიალი, კატარში 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეაოს ხვიჩა ჯობია, ბარსელონა კვარაცხელიასკენ უფრო იხრება

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის გუნდები კალათებში გადაანაწილეს: ვინს სად ჩაჯდა