in

მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი იცვლება

ფიფამ შესაძლოა ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი გადაიტანოს. ამაზე „მარკა“ წერს, რომელიც Diario Ole-ს ეყრდნობა.

წყაროს ცნობით, ორგანიზაციაში ტურნირის განრიგის ცვლილებებზე მსჯელობენ.

აღნიშნავენ, რომ მსოფლიო პირველობა შესაძლოა ერთი დღით ადრე დაიწყოს. გახსნის მატჩი ყატარსა და ეკვადორს შორის 21 ნოემბრის ნაცვლად, 20 ნოემბერს გამართონ.

ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღონ ხმის მიცემის შედეგებით.
პროცედურაში მონაწილეობენ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და კონფედერაციების თავკაცები.

თავდაპირველად ითქვა, რომ მუნდიალი 21 ნოემბერს დაიწყებოდა და 18 დეკემბერს დასრულდებოდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი სიმეონეს იჯარით აიყვანს

ვიდეო: მეორე ტაიმის დაწყება მოედანზე მძინარე ძაღლის გამო გადაიდო – ის არ გააღვიძეს