in

მსოფლიო ჩემპიონატზე ბილეთების ფასი 60-დან 6 730 დოლარამდეა

ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გასაყიდად დინამიურ ფასებს იყენებს.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამოაცხადა, რომ მუნდიალის თამაშზე ყველაზე იაფი ბილეთი 60 დოლარი ეღირება, რაც ტურნირის ჯგუფურ ეტაპს ეხება.
ფინალზე ყველაზე ძვირადღირებული ბილეთი მყიდველს 6 730 დოლარი დაუჯდება.

თუმცა, ეს თანხები წინასწარია. ისინი, სავარაუდოდ, შეიცვლება წილისყრის შემდეგ და შესაძლოა, მის დაწყებამდეც კი.

„ჩვენ ფასებს მოთხოვნისა და დარჩენილი მარაგის მიხედვით შევცვლით“, – განაცხადა ფიფას წარმომადგენელმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2023 წლის სიტი საუკეთესო ინგლისური გუნდია, რომელმაც ლიგა მოიგო