in

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის გუნდები კალათებში გადაანაწილეს: ვინს სად ჩაჯდა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშების კალათები დადგინდა.
2025 წელს ტურნირი პირველად ჩატარდება ახალი ფორმატით – მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 8 ჯგუფად დაიყოფიან. ერთი და იმავე ქვეყნის გუნდები ერთ ჯგუფში ვერ ხვდებიან.

წილისყრის დროს, რომელიც 5 დეკემბერს მაიამიში გაიმართება, მონაწილეები 4 კალათად დაიყოფიან. პირველში მოხვდნენ ევროპის და სამხრეთ ამერიკის 4-4 უმაღლესი რეიტინგის მქონე კლუბები. მეორეში ევროპის დარჩენილი რვა გუნდი.

მე-3 კალათაში შედიან აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთის, ცენტრალური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ორი უმაღლესი რეიტინგის მქონე გუნდი, ასევე სამხრეთ ამერიკის დანარჩენი ორი კლუბი. მეოთხე კალათში შევიდნენ ამ რეგიონების დარჩენილი გუნდები, ასევე ოკეანიის წარმომადგენელი და ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი კლუბი.

1 კალათა:
მანჩესტერ სიტი (ინგლისი), მადრიდის რეალი (ესპანეთი), მიუნხენის ბაიერნი (გერმანია), პსჟ (საფრანგეთი), ფლამენგო (ბრაზილია), პალმეირასი (ბრაზილია), რივერ პლეიტი (არგენტინა), ფლუმინენსე (ბრაზილია)

2 კალათა:
ჩელსი (ინგლისი), დორტმუნდის ბორუსია (გერმანია), ინტერი (იტალია), პორტო (პორტუგალია), მადრიდის ატლეტიკო (ესპანეთი), ბენფიკა (პორტუგალია), იუვენტუსი (იტალია),ზალცბურგი (ავსტრია).

3 კალათა:
ალ ჰილალი (საუდის არაბეთი), ულსან ჰიუნდაი (სამხრეთ კორეა), ალ აჰლი (ეგვიპტე), ვიდადი (მაროკო), მონტერეი (მექსიკა), ლეონი (მექსიკა) ), ბოკა ხუნიორსი (არგენტინა), ბოტაფოგო (ბრაზილია)

4 კალათა:
ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია), ალ აინი (გაერთიანებული საემიროები), ესპერანსე (ტუნისი), მამელოდი (სამხრეთ აფრიკა), პაჩუკა (მექსიკა), სიეტლ საუნდერსი (აშშ) , ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია), ინტერ მაიამი (აშშ).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო ჩემპიონატი ისევ ზამთარში: სიცხე და რამადანი საუდის არაბეთში ზაფხულის მუნდიალს პრობლემას ქმნის

VAR-ის ალტერნატივა: მწვრთნელებმა მოითხოვონ ვიდეოგამეორება – ფიფა ტესტავს