in

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ერთი თვე გაგრძელდება: ვინ ითამაშებს

2025 წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება.

ახალი საკლუბო მუნდიალი 2025 წლის ზაფხულში, 29 დღე გაგრძელდება – 15 ივნისიდან 13 ივლისამდე. ამაზე Sky News წერს. ეს თარიღები ჯიდაში გამართულ ფიფას საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა.

ახალი ფორმატი ითვალისწინებს 32 გუნდის მონაწილეობას, მათგან 12 ევროპული იქნება.

ჩემპიონთა გზა (ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 გამარჯვებული): “ჩელსი” (2020/21), “რეალი” (2021/22), “მანჩესტერ “სიტი” (2022/23), 2023-24 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

რეიტინგული გზა (8 კლუბი): “ბაიერნი”, პსჟ, “ინტერი”, “პორტო”, “ბენფიკა”, კიდევ 3 გუნდი მოგვიანებით გაირკვევა.

ასევე ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ: “ალ აჰლი ქაირო” (ეგვიპტე), “ვიდადი” (მაროკო), “ალ ჰილალი” (საუდის არაბეთი), “ურავა რედ დაიმონდსი” (იაპონია), “მონტერეი” (მექსიკა), “სიეტლ საუნდერსი” (აშშ), “ლეონი” (მექსიკა), “ოკლენდ სიტი” (ახალი ზელანდია), “პალმეირასი”, “ფლამენგო”, “ფლუმინენსე” (ყველა – ბრაზილია).

ამასთან დაკავშირებით პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPro) ფიფას შეახსენა, რომ ფეხბურთელებს სეზონებს შორის სავალდებულო 28-დღიანი შესვენება უნდა ჰქონდეთ. FIFPro ასევე აცნობა, რომ 2024/25 წლების სეზონში ზოგიერთმა ფეხბურთელმა შესაძლოა 80-ზე მეტი მატჩი ითამაშოს კლუბსა და ნაკრებში, რაც 10%-ით აღემატება ამჟამინდელ მაქსიმალურ დაშვებულ ზღვარს.

ამ თარიღების გამო პრემიერლიგა საკლუბო ჩემპიონატის დასრულებიდან ერთ თვეში აიღებს სტარტს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გადაწყვეტილია: საქართველოს ინგლისელი უთავკაცებს – რიჩარდ კოკერილი ბორჯღალოსნების მწვრთნელია

აგენტებს სარეკორდოდ ბევრი ფული მისცეს, ქალებშიც კი