ესპანური „მარკას“ მკითხველებმა არჩევანი გააკეთეს და მსოფლიო ნაკრები შეადგინეს.
სიმბოლური გუნდი 4-4-2 სქემით არის შედგენილი. ყველაზე მეტი ხმა კილიან მბაპემ მიიღო – 70 მილიონი. ლეო მესიმ თითქმის ორჯერ ნაკლები აიღო, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა მეორე ადგილისთვის.
საინტერესოა, რომ მსოფლიო ნაკრებში მოხვდა ახალგაზრდა არაუხო „ბარსელონადან“, ხოლო პრემიერლიგიდან მხოლოდ ორი წარმომადგენელია – „სიტის“ კევინ დე ბრუინი და ერლინგ ჰოლანდი.
GIPHY App Key not set. Please check settings