საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიასთან 14:10 მოიგო. ეს იყო პირველი მატჩი ჩვენი ქვეყნისთვის მსოფლიო პირველობაზე და განსაკუთრებით სასიხარულოა ისტორიული გამარჯვების მოპოვება.
საქართველო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა პირველი ორი მეოთხედი თანაბრად წარიმართა და დიდ შესვენებაზე გუნდები ყაიმით გავიდნენ – 5:5.
შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც საქართველომ 6:3 მოიგო და ბოლო მეოთხედშიც აღარ დაუთმია უპირატესობა.
ბრაზილია – საქართველო 10:14
2:2, 3:3, 3:6, 2:3
საქართველო: შუბლაძე (რაზმაძე), ადეიშვილი (1), დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე (1), იელაჩა (2), ჯახაია, სარიჩი (4), იმნაიშვილი, ვაპენსკი (4), ბარალდი, ვასიჩი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გუნდები ოთხ ჯგუფში არიან განაწილებული. პლეი-ოფში თითო ჯგუფიდან სამ-სამი გადის. შესაბამისად, ბრაზილიის დამარცხებით საქართველომ მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ჯგუფის დარჩენილი ორი შეხვერდა ბევრად რთული იქნება, გამორჩეულ გუნდებს ვეთამაშებით.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა უნგრეთმა 12:8 დაამარცხა მონტენგერო.
23 ივნისი
21:20 საქართველო-მონტენეგრო
25 ივნისი
23:00 უნგრეთი-საქართველო
GIPHY App Key not set. Please check settings