in

მსოფლიო არაბეთში შეიკრიბება: საკლუბო ჩემპიონატი ჯიდას მისცეს

2023 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჯიდაში გაიმართება.

გადაწყვეტილება მიიღეს ფიფას დელეგაციის საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ. ვიზიტის დროს დელეგაციამ მოინახულა მეფე აბდალას სახელობის სტადიონი „სპორტ სიტი, პრინც აბდალა ალ ფეისალის სახელობის სტადიონი, ასევე საცხოვრებელი და საწვრთნელი კომპლექსები.

ტურნირი 2023 წლის 12-22 დეკემბერს გაიმართება. საუდის არაბეთი პირველად უმასპინძლებს საკლუბო მუნდიალს.

წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც ევროპაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. აზიას წარმოადგენს იაპონური „ურავა რედ დაიმონდსი“. ასევე ითამაშებენ ეგვიპტის „ალ აჰლი“, მექსიკის „ლეონი“, ახალი ზელანდიის „ოკლენდ სიტი“ და საუდის არაბეთის „ალ იტიჰადი“.
სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი ჯერ გარკვეული არ არის, ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულია გამოსავლენი.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ამერიკაში გაიმართება

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უი, შარში ხომ არ ვართ: რუმინეთი უკრაინას უჩივის, საქართველოც იგივე დღეშია – დავარღვიეთ თუ არა რეგლამენტი

მესი საფრანგეთში ყველაზე კარგი უცხოელია