ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკრები დაწინაურდა, თუმცა მხოლოდ ერთი პოზიციით: ახლა ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიო რეიტინგში 74-ე ადგილზეა.
საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე 2 მატჩი აქვს (მინიმუმ) და დადებითი შედეგის შემთხვევაში ალბათ კიდევ წინ წაიწევს.
პირველ პოზიციას არგენტინა ინარჩუნებს. მეორეა საფრანგეთი, მესამე კი რატომღაც ბელგია. მე-4 ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ, რომელმაც ინგლისი ჩაანაცვლა.
GIPHY App Key not set. Please check settings