in

მსოფლიოს წინ საქართველო რეიტინგში დაწინაურდა

FIBA-მა მსოფლიო ჩემპიონატის წინ მონაწილე გუნდების არაოფიციალური რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები დაწინაურდა და მე-18 ადგილზე აღმოჩნდა.

მოგეხსენებათ, ჩვენმა ნაკრებმა ჩემპიონატის წინ მოსამზადებელ ეტაპზე ოთხიდან სამი თამაში მოიგო. საქართველომ იორდანია, მონტენეგრო და ირანი დაამარცხა, ხოლო ავსტრალიასთან წააგო.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ რეიტინგში ყველაზე დიდი წინასვლა სწორედ საქართველოს აქვს. ჩვენებმა რეიტინგში ხუთი პოზიციით აინაცვლეს.

აი რა წერია ჩვენზე FIBA-ს ოფიციალურ გვერდზე:

„საქართველოს ნაკრებისთვის მოსამზადებელი ეტაპის პირველი კვირები იდეალური არ იყო. უკანასკნელ პერიოდში გუნდმა თამაში გააუმჯობესა. საქართველომ დაამარცხა იორდანია, მონტენეგრო და ირანი. ამ შეხვედრებში გუნდს სამმა სხვადასხვა მოთამაშემ ულიდერა – სანდრო მამუკელაშვილმა, გოგა ბითაძემ და გიოგი შერმადინმა.

მათ შესაძლოა ვერ დაამარცხონ აშშ, ესპანეთი და საფრანგეთი, თუმცა ვენესუელასა და კაბო ვერდესთან ფავორიტები იქნებიან. ორი გამარჯვება და საქართველო მომდევნო ეტაპზე გავა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე“, – ვკითხულობთ FIBA-ს ოფიციალურ გვერდზე.

მსოფლიო ჩემპიონატს რეიტინგის ლიდერი აშშ-ის ნაკრებია, მეორეზე ესპანეთია, ხოლო მესამეზე საფრანგეთი.

საქართველოს პირველი მატჩი შაბათს, თბილისის დროით 12:00 საათზე აქვს კაბო ვერდესთან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად: გელაშვილი სპეციას ფეხბურთელია

საუდის არაბეთის ჩემპიონატი უკვე ათეულშია: მილიარდს გადააჭარბა