7 საფეხბურთო კლუბი მოხვდა მსოფლიოს ყველაზე ძვირი სპორტული გუნდების სიაში.
„ფორბსის“ ყოველწლიური რეიტინგის 60% ამერიკული ფეხბურთის გუნდებმა დაიკავეს. აქ ასევე არიან ნბა-ს, „ფორმულა 1“-ის და MLB-ის (ბეისბოლი) წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე მეტად სწორედ საფეხბურთო კლუბების შვიდეულის ღირებულება შეიცვალა – 114%-ით. ამ ასპექტში ლიდერი პსჟ-ია (334%), ასევე გამოსარჩევია „ლივერპული“ (173%) და „სიტი“ (102%).
მსოფლიოს ყველაზე ძვირიანი სპორტული კლუბების ტოპ 15-ში შევიდნენ:
- „დალას კოვბოიზი“ (NFL) – 9 მილიარდი დოლარი;
- „ნიუ-იორკ იანკისი“ (MLB) – 7,1 მილიარდი დოლარი;
3-4. „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ (NBA) – 7 მილიარდი დოლარი;
3-4. „ნიუ-ინგლენდ პეტრიოტსი“ (NFL) – 7 მილიარდი დოლარი;
- „ლოს-ანჯელეს რემსი“ (NFL) – 6,9 მილიარდი დოლარი;
- „ნიუ-იორკ ჯაიენთსი“ (NFL) – 6,8 მილიარდი დოლარი;
- „ჩიკაგო ბეარზი“ (NFL) – 6,3 მილიარდი დოლარი;
- „ლას ვეგას რეიდერსი“ (NFL) – 6,2 მილიარდი დოლარი;
9-10. „ნიუ-იორკ ნიქსი“ (NBA) – 6,1 მილიარდი დოლარი;
9-10. „ნიუ-იორკ ჯეტსი“ (NFL) – 6,1 მილიარდი დოლარი;
- „რეალ მადრიდი“ (ლა ლიგა) – 6,07 მილიარდი დოლარი;
- „ვაშინგტონ კომანდერსი“ (NFL) – 6,05 მილიარდი დოლარი;
- „მანჩესტერ იუნაიტედი“ (პრემიერლიგა) – 6 მილიარდი დოლარი;
- „სან-ფრანცისკო ფორტი ნაინერსი“ (NFL) – 6 მილიარდი დოლარი;
- „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ (NBA) – 5,9 მილიარდი დოლარი.
„ბარსელონამ“ დაიკავა მე-18 ადგილი (5,508 მლრდ), „ლივერპული“ – მე-20-ეა (5,288 მლრდ), „სიტი“ – 23-ე (4,99 მლრდ), „ბაიერნი“ – 24-ე (4,86 მლრდ), პსჟ – 36-ე (4,21 მლრდ).
GIPHY App Key not set. Please check settings