ვინისიუსი და ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები არიან.
მადრიდის “რეალის” გარემარბი და “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი 200 მილიონ ევროდ არიან შეფასებული, Transfermarkt-ის განახლებული მოთამაშეების საბაზრო ღირებულებების მიხედვით.
ვინისიუსი გახდა ისტორიაში მესამე მოთამაშე ჰოლანდისა და კილიან მბაპეს შემდეგ, რომელმაც ეს ნიშნული გადალახა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ 11 ასე გამოიყურება:
ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) – 200 მილიონი ევრო
ვინისიუსი (მადრიდის რეალი) – 200 მილიონი
ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი) – 180 მილიონი
კილიან მბაპე (მადრიდის რეალი) – 180 მილიონი
ლამინ იამალი (ბარსელონა) – 150 მილიონი
ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) – 150 მილიონი
ბუკაიო საკა (არსენალი) – 140 მლნ
ფლორიან ვირტცი (ბაიერი) – 130 მილიონი
ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) – 130 მილიონი
ფედერიკო ვალვერდე (მადრიდის რეალი) – 130 მილიონი
როდრი (მანჩესტერ სიტი) – 130 მილიონი.
GIPHY App Key not set. Please check settings