ფიფამ მსაჯები აირჩია, რომლებიც ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იმუშავებენ.
სიაში 36 მთავარი მსაჯი, 69 ასისტენტი და VAR-ის 24 არბიტრია. მათ შორის არ არიან რუსეთის წარმომადგენლები.
პირველად ისტორიაში მამაკაცების ტურნირზე იმუშავებენ ქალი მსაჯები. ფრანგი სტეფანი ფრაპარი, სალიმა მიკანსანგა რუანდიდან და იაპონელი იოსიმი ამასიტა მთავარი არბიტრები იქნებიან, ნეუზა ბეკი (ბრაზილია), კარენ დიას მედინა (მექსიკა) და კეტრინ ნესბიტი (აშშ)- დამხმარეები.
„ქალი მსაჯების დანიშვნა მსოფლიო ჩემპიონატზე ასრულებს ხანგრძლივ პროცესს, რომელიც დაიწყო რამდენიმე წლის წინ. ისინი იმსახურებენ მსოფლიო პირველობაზე ყოფნას, რადგან უმაღლეს დონეზე მუშაობენ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – თქვა ფიფას სამსაჯო კომიტეტის თავკაცმა პიერლუიჯი კოლინამ.
GIPHY App Key not set. Please check settings