სერბ არბიტრ სრჯან ობრადოვიჩს 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 10 წლით ჩამოაშორეს საფეხბურთო საქმიანობას. მიზეზი სერბეთის ჩემპიონატში სკანდალური მსაჯობაა.
ობრადოვიჩი 2018 წლის პლეი-ოფის მატჩზე მუშაობდა სუბოტიცის „სპარტაკსა“ და „როდნიჩკას“ შორის – გამარჯვებული ევროპის ლიგის საგზურს იღებდა. მატჩი სკანდალად იქცა: მსაჯმა ორი ძალიან სადაო პენალტი დადო „სპარტაკის“ სასარგებლოდ. ორივე მოგვიანებით შეცდომად აღიარეს.
3 წლის შემდეგ სერბეთის უზენაესის სასამართლოს ანტიკორუფციულმა განყოფილებამ ამ შემთხვევაზე ყურადღება გაამახვილა. საქმის განხილვის შედეგად ობრადოვიჩი 15 თვით ციხეში ჩასვეს.
მისმა სკანდალურმა მსაჯობამ „სპარტაკს“ საშუალება მისცა 3:0 მოეგო და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings