გუშინ, „დინამო არენაზე“ „დიდი 10“-ის ფინალი ბათუმსა და ხარებს შორის გაიმართა. სეზონის ტრიუმფატორი ზღვისპირული გუნდი გახდა, მათ 23:14 იმარჯვეს, მაგრამ მოზეიმეთა შორის მსაჯიც მოგვევლინა.
ნიკა ამაშუკელი ყველაზე წარმატებული ქართველი არბიტრია. მიმდინარე სეზონში მან ექვსი ერის მატჩიც განსაჯა და მიღწეული წარმატება ჯეროვნად დაუფასდა.
ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ამაშუკელს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ელექტრო ავტომობილი „i3“ საჩუქრად გადასცა.
მსაჯი 006: რაგბის კავშირმა ნიკა ამაშუკელი ელექტროავტომობილით დაასაჩუქრა

GIPHY App Key not set. Please check settings