„კორიერე დელო სპორტი“ და „გაძეტა დელო სპორტი“ წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მწყობრში რომ ყოფილიყო, მწვრთნელი ანტონიო კონტე სასტარტოში მაინც არ დააყენებდა. Il Mattino იტყობინება, რომ „კვარას“ ტრავმა სერიოზული არ არის და 12 იანვარს „ვერონასთან“ ითამაშებს.
საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ კვარაცხელია „ნაპოლიდან“ წავა: „ქართველის მომავალი უკვე განსაზღვრულია, ის გუნდს დატოვებს. ეს საეჭვო აღარ არის. ნეაპოლელებს დავიდ ნერესი კარგი დრიბლინგის გამო მოგვწონს, თუმცა არ ვიცი, თამაში ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს, თუ შეცვლაზე შეუშვან. ჩენი აზრით, ხვიჩა მასზე
უფრო ტექნიკურია“.
სატრანსფერო ექსპერტმა ნიკოლო სკირამ განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ „კვარას“ სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონი ევრო პლუს ბონუსები შესთავაზა, რათა მისმა ანაზღაურებამ 7 მილიონს მიაღწიოს, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვა კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის დაფიქსირებას ითხოვს, „ტელენოველა“ გრძელდება, რაც ცუდის ნიშანია.
ხვიჩას შესახებ ჟურნალისტმა ხერარდო ფაზანომ ისაუბრა: „Arrivederci „კვარა“. ვერ გეტყვით, რამდენად აფასებს ხვიჩას კონტე. ქართველს მუდამ მოღუშულს ვხედავ, რაც, ალბათ, ხელშეკრულების განახლების პრობლემებითა და ფინანსური საკითხითაა გამოწვეული. კონტეს სურს შეგირდი გაცილებით უფრო მშვიდი და გუნდისთვის კონცენტრირებული იყოს. ის, რა თქმა უნდა, აქ ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი დაგვემშვიდობება“.
ხვიჩას მთხოვნელები არ აკლია
სატრანსფერო ფანჯარა ისეთი დროა, დიდი მოთხოვნილების მქონე ფეხბურთელებზე ბევრ
ჭორ-მართალს გაიგებ. ამას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც შევეჩვიეთ, თუმცა ახლა საქმე გაცილებით სერიოზულადაა.
მოგეხსენებათ, ახალი ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი გამოსასყიდი თანხაა. ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი სერიოზულადაა დაინტერესებული, მომდევნო გუნდს კვარაცხელიას შეძენა 80-85 მილიონ ევროდ შეეძლოს და შესაბამისი მთხოვნელებიც არ აკლია. რაც შეეხება “ნაპოლის”, მათ ტრანსფერიდან მინიმუმ 100 მილიონის მიღება სურთ. საკმაოდ დიდი შანსია, სატრანსფერო გარიგება ახლავე შედგეს.
დე ლაურენტისს ოსიმენთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება აქვს, რამაც იქნებ
ქართველი შემტევისთვის კარგად იმოქმედოს.
კვარაცხელიას საერთოდ განაცხადს მიღმა დატოვება ახალი ხელშეკრულების “ჰაერში გამოკიდებამდე” ეჭვებს ბადებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნეაპოლური კლუბი ფედერიკო კიეზას დამატებას გეგმავს. ერთი სიტყვით, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ!..
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings