ჟოზე მოურინიო მადლობებით მიაბრძანეს „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.
14 იანვარს რომაელებმა „მილანთან 1:3 წააგეს. ამჟამად გუნდს მე-9 ადგილი უკავია და მე-4 ადგილს 5 ქულით ჩამორჩება.
60 წლის სპეციალისტის კონტრაქტი 2024 წლამდე იყო გათვალისწინებული.
„მადლობას ვუხდით ჟოზეს ყველას სახელით იმისთვის, რასაც მოსვლის დღიდან აჩვენებდა. სამუდამოდ შევინახავთ შესანიშნავ მოგონებებს მის სამუშაოზე, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ საჭიროა დაუყოვნებლივი ცვლილებები.
ვუსურვებთ ჟოზეს და მის შტაბს საუკეთესოს“, – განაცხადეს „რომას“ მფლობელმა დენ და რაიან ფრიდკინებმა.
მოურინიო „რომაში“ 2021 წლის მაისში მივიდა. კლუბმა მასთან ერთად კონფერენციის ლიგა მოიგო და ევროპა ლიგის ფინალში გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings