in

მოურინიო მოიხიბლა და მიქაუტაძე მოითხოვა

Milliyet-ის ცნობით, “ფენერბაჰჩეს” ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს დიდი ყურადღებით აკვირდება და გიორგი მიქაუტაძის თამაშით მოიხიბლა.

გამოცემის მტკიცებით, მოურინიომ სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობას “მეცის” ბომბარდირის შეძენა მოსთხოვა, რომელიც ევრო 2024-ის ვარსკვლავია.

მიქაუტაძით აგრეთვე “ლიონი”, “მარსელი”, “რენი” და გალათასარაი” არიან დაინტერესებული, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა, “მეცი” კი 20 მილიონად აფასებს.

“ფენერბაჰჩემ” თურქეთის სუპერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიხარია, რომ იმედგაცრუებულები ვართ

ხვიჩა დრიბლინგებში თანალიდერია