გუშინ, სერია A-ს მე-14 ტურში “რომა” “სასუოლოს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას უკმაყოფილება ვერ დამალა და განაცხადა, რომ გუნდი ერთ-ერთმა მოთამაშემ დააღალატა.
“ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, გამარჯვება გვინდოდა, თუმცა მოწინააღმდეგემ კარგი შეხვედრა ჩაატარა.
ვწუხვარ, რომ ერთ-ერთმა ჩემმა მოთამაშემ, არაპროფესიონალური საქციელის გამო, მთელი გუნდი დააღალატა. ერთი ფეხბურთელის გარდა, ყველა მოთამაშით კმაყოფილი ვარ. ვინ არის ის? – არ გეტყვით, იანვარში ახალ გუნდს მოძებნის” – განაცხადა მოურინიომ.
იტალიურ პრესაში კი ამ ამბავს სერიოზული განხილვა მოჰყვა და მედიამ განაჩენი გამოიტანა – ეს მოთამაშე არის კარსდორფი და ის გუნდს იანვარში დატოვებს.
არსებობს მეორე ვერსია, რომ საუბარი შომუროდოვზეა, მაგრამ დაახლოებულმა პირებმა პირდაპირ კარსდორფზე მიათითეს.
GIPHY App Key not set. Please check settings