ჟოზე მოურინიო დიდხანს არ მჯდარა უმუშევრად. ის ევრო 2020-ის დროს რადიოში იმუშავებს ექსპერტად.
ჟოზე ისევ გააგდეს: ტოტენჰემმა ვერ მოიცადა და მოურინიო გაუშვა
„ტოტენჰემიდან“ გაშვებულმა პორტუგალიელმა ბრიტანულ სპორტულ რადიოსადგურ talkSPORT-თან გააფორმა კონტრაქტი.
58 წლის სპეციალისტი ექსპერტად ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრების სამ მატჩზე მოგვევლინება, ასევე პლეი-ოფსა და ფინალურ მატჩზეც აფრქვევს თავის განსაკუთრებულ აზრებს.
მისი კოლეგები იქნებიან ყოფილი ფეხბურთელები სტიუარტ პირსი, ტრევორ სინკლერი, ალი მაკოისტი და ალან ბრაზილი.
ჟოზე 19 აპრილს გაუშვა „ტოტენჰემმა“, რომელსაც ისეთ დიდ გუნდებში აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან „მანჩესტერი“, „ჩელსი“, „რეალი“, „ინტერი“, „პორტო“ და კიდევ სხვები.
კიდევ გამაგდეთ რა – მოურინიომ სამსახურის დაკარგვით 100 მილიონი იშოვა
GIPHY App Key not set. Please check settings