in

მოტრიალება ქოჩორას მერე, გოჩოლეიშვილი გამოჩნდა – ლეგიონერები

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 80

ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატები თითქმის ყველგან დასრულდა, მათ შორის ტოპ ჩემპიონატებში, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრებს ჯერ ისევ უწევთ თამაში. ძირითადი ფეხბურთელების გარდა ითამაშეს ნაკრების სხვა კანდიდატებმაც.

ხვიჩამ იტალია უგოლოდ დაამთავრა, ნაპოლიმ უევროპოდ

მამარდას 100 მატჩი: ვალენსიამ სეზონი ქულით დაასრულა – გიორგიმ პენალტი კინაღამ აიღო

უკრაინაში, ჩემპიონმა “შახტარმა” სტუმრად 0:2 წააგო “ჟიტომირთან”. აქამდე უთამაშებელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, აზაროვი და ლაცაბიძე სათადარიგოები იყვნენ.

პოლონეთში, ნიკა კვეკვესკირის “ლეხი” შინ 1:2 დამარცხდა “კორონასთან”. კვეკვესკირმა 75-ე წუთიდან ითამაშა და 7.0 მიიღო.

“რუხი”-“კრაკოვია” (2:0) შეხვედრაში კი ოთარ კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა.

აშშ-ში, საბა ლობჟანიძის “ატლანტამ” 0:1 დაუთმო სახლში “ლოს ანჯელესს”. ლობჟანიძე ძირითადში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მისი შეფასება 7.0-ია.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტემ” 2:2 ითამაშა “ალკორკონთან”. ქოჩორაშვილმა 61-ე წუთზე შევიდა და 6.9 დაიმსახურა. ვალენსიელებმა 0:2 სწორედ ქართველის შესვლის შემდეგ მოატრიალეს.

რუმინეთში, კონფერენსლიგაზე გასასვლელ პლეი-ოფში. ანზორ მექვაბიშვილის “უნ. კრაიოვა” პენალტების სერიაში დაძლია “უნ. კლუჟის” წინააღმდეგობა – 1:1 (პენ 5:4). მექვაბიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და გაიტანა გოლი პენალტების სერიაში.

ირანში, გიორგი გველესიანის “პერსეპოლისმა” 0:3 შემოუტრიალა “ხუზესტანს” და 4:3 მოუგო. გველესიანს ტრავმის გამო არ უთამაშია.

საბა კვირკველიას “ალ ახდუდის” საუდის არაბეთში თამაში დღეს აქვს.

სერია ა-ს ბოლო, 38-ე ტურში, „ემპოლიმ“ სახლში „რომას“ 2:1 მოუგო და სერია B-ში გავარდნას გადაურჩა, „ფროზინონე“ კი საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ „უდინეზესთან“ 0:1 დამარცხდა და „სასუოლოსთან“ და „სალერნიტანასთან“ ერთად ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.
ქართველი ლეგიონერები, საბა გოგლიჩიძე (ემპოლი) და გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), სათადარიგოები იყვნენ.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას ვირტუსმა ვენეციას მეორე ბრძოლაში მოუგო და ფინალს მიუახლოვდა

უფრო კვარაცხელია, ვიდრე ოსიმენი: პსჟ-ს 130 მილიონი ქართველში ემეტება