in

მოსკოვის დინამოს ჩაკვეტაძე უნდა, მაგრამ იმედი არ აქვს, რომ ქართველს დაითანხმებს

რუსულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის „დინამო“ დაინტერესებულია ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერით. საუბარი გიორგი ჩაკვეტაძეზეა.

„დიახ, გავიგე, რომ „დინამო“ დაინტერესებულია გიორგით. ამის შესახებ ჩემმა პარტნიორმა მითხრა საქართველოდან. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ფეხბურთელი იქ წავა. ჩვენ სხვა ვარიანტი გვაქვს“, – Legalbet წერს ფეხბურთელის აგენტის როჯერ ხენტორაიას ნათქვამს.

ბელგიის „გენტის“ საკუთრებაში მყოფი ჩაკვეტაძე ბოლოს იჯარით ბრატისლავას „სლოვანში“ თამაშობდა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენიანი ფრანგულ „მეცს“ აჰყავდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვარიანტი არ გამოდის.

მოსკოვის „დინამომ“ გასულ სეზონში მე-9 ადგილი დაიკავა და მოგეხსენებათ ამ გუნდში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი თამაშობს – საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე. იმედია, ისინიც მალე მოახერხებენ ევროპულ კლუბებში წასვლას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ეცმევათ 2023/24-ში: წამყვანი გუნდების ახალი ფორმები – ფოტო

მამარდაშვილი 99%-ით ბაიერნშია, მამარდაშვილი რეალური აღარ არის – რა ხდება გიორგიზე