in

მორის ყვითელაშვილი: დღევანდელი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გრძელდება ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები. დღეს დაიწყო შეჯიბრი ფიგურული ციგურაობის მამაკაცთა ინდივიდუალურ პროგრამაში, სადაც საქართველოს სახელით ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის მედროშე მორის ყვითელაშვილი გამოვიდა.

მორისმა მსაჯებისგან 97.98 ქულა დაიმსახურა და მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-5 ადგილზეა. ეს ნიშnავს იმას, რომ მორისი 24 საუკეთესო მოციგურავეს შორის თავისუფალი პროგრამით ფინალში იასპარეზებს.

დღევანდელი გამოსვლის შემდეგ ქართველმა ოლიმპიელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საკუთარი ასპარეზობით კმაყოფილია.

“დღევანდელი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ყინულზე თავდაჯერებელი გავედი და ეს დამეხმარა. საკმაოდ რთლი ტექნიკური ილეთები კარგად შევასრულე. ვეცდები თავისუფალ პროგრამაშიც ანალოგიურად თავდაჯერებული გავიდე ყინულზე”, – თქვა მორის ყვითელაშვილმა.

ყვითელაშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა და კარიერის საუკეთესო შედეგი

თავისუფალი პროგრამაში შეჯიბრი 10 თებერვალს გაიმართება. მორის ყვითელაშვილი 24 მონაწილეს შორის მე-20 ნომრად გამოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერმა ტრანსფერები არ იცის: CIES-ის 10-წლიანი რეიტინგი

რუსებს საქართველოსთან ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნათ