in

მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ: ხვიჩა

SOCCER-CHAMPIONS-ATH-PSG/

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში პსჟ ბილბაოს “ატლეტიკს” სტუმრად 0:0 ეთამაშა. მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა და მომენტების გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ, ამიტომ ყველა მატჩის მოგება გვსურს, ფრე, თუნდაც სტუმრად, მისაღები არ არის. ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის გავდივართ. დღეს ცუდი თამაში გვქონდა, რადგან ვერ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, რთულ მატჩს ველოდით, ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი კარგია.

დღეს ყველაზე რთული გოლის გატანა იყო. ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. მომენტების გამოყენება გვიჭირს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ”.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ერთ ეპიზოდში ბარკოლა კუთხიდან საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ცარიელი კარის წინ მყოფ კვარაცხელიას პასი არ გაუკეთა, თავად დაარტყა და ააცილა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ სრულად, მიქაუტაძემ მარტო ერთი ტაიმი ითამაშა: ფრე და წაგება