საუდის არაბეთი 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის ერთადერთი კანდიდატია. ცოტა ხნის წინ ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი წარადგინა – და მსოფლიომ შეიტყო, როგორ აპირებენ საუდელები 10 წელიწადში ყველას გაოცებას.
ტურნირი 48-გუნდიანი იქნება, ისინი ხუთ ქალაქში 15 სტადიონზე (მათგან 11 თავიდან აშენდება, 4-ს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და გაფართოვდება). 8 არენა განთავსდება დედაქალაქ რიადში, ოთხი – ჯედაში, თითო აბჰაში, ალ-ხობარსა და მომავლის ქალაქ ნეომში.
პროექტები ფუტურისტულად გამოიყურება.
მეფე სალმანის საერთაშორისო სტადიონი
რიადი, ტევადობა – 92000
სამეფოს მთავარი სტადიონი 2029 წელს აშენდება. აქ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა და ფინალია დაგეგმილი, ტურნირის შემდეგ კი დიდი ეროვნული ღონისძიებები, კონცერტები და სანაკრებო მატჩები ჩატარდება.
დიზაინი შერწყმულია მიმდებარე ლანდშაფტთან და ბუნებრივ გარემოსთან, ასევე უზრუნველყოფს ეფექტიან ვენტილაციას, რომელიც ადაპტირებულია უდაბნოს კლიმატთან.
ნეომი
ნეომი, 46000
ყველაზე უნიკალური პროექტი – არენა 350 მეტრის სიმაღლეზეა. სტადიონი გახდება ცნობილი ცათამბჯენის Mirror Line-ის ნაწილი მომავლის ქალაქ ნეომში. ეს გახლავთ 488 მეტრამდე სიმაღლის ორი შენობა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ რაღაც უპრეცედენტო და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა სამეფოს ეკონომიკის მინისტრმა.
ქიდიას სანაპირო
ჯედა 46000
წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე არენა მიიღებს ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო დიზაინს: ის დაემსგავსება ე.წ. მექსიკური ტალღის ეფექტს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სტადიონის ზედა იარუსი მოიხსნება და ტევადობა 25 ათასამდე შემცირდება.
მეფე ფაჰდის საერთაშორისო სტადიონი
რიადი, 70 000
ეს არის 1987 წლის არენა, სადაც ეროვნული ნაკრები და „ალ-ჰილალი“ თამაშობენ. ამჟამად რეკონსტრუქციის პროცესშია: 2026 წლისთვის იგეგმება ტევადობის 58-დან 70 ათასამდე გაზრდა.
პრინცი მუჰამედ ბინ სალმანის სტადიონი
რიადი, 47000
ვუბრუნდებით ფუტურისტულ დიზაინს: ცისარტყელას შუშა, LED ეკრანები და მზის პანელები… მას ექნება უნიკალური სამმხრივი თასი, ტუვაიკის მთების ხედები იშლება.
არენა 2029 წელს აშენდება, დედაქალაქის გარეუბანში, სადაც შეიქმნება მასშტაბური გასართობი ცენტრი აკვაპარკითა და „ფორმულა 1“-ის ტრასა.
მეფე ხალიდის უნივერსიტეტის სტადიონი
აბჰა, 45000
კიდევ ერთი სტადიონი 1980-იანი წლების ბოლოდან, მაგრამ მისი ამჟამინდელი ტევადობა დროებით გაორმაგდება.
ნიუ-მურაბა
რიადი, 46000
რას ფიქრობთ სტადიონზე, რომელიც შთაგონებულია ადგილობრივი აკაციის ხეების ქერქით? უბრალოდ შეხედეთ ამ გიჟურ დიზაინს.
როშნი
რიადი, 46000
არენა ბროლის სახით, რომელიც ანათებს ღამით. უჩვეულო ფორმა გააუმჯობესებს აკუსტიკას, თავად სტადიონი კი ჰარმონიულად მოერგება ურბანულ გარემოს და გახდება მის მახლობლად გასეირნების მიზიდულობის ცენტრი.
მეფე აბდალა სპორტს სითი
ჯედა, 58000
„ალ-იტიჰადისა“ და „ალ-აჰლის“ სტადიონი, რომელიც 2014 წელს აშენდა. გამორჩეული დიზაინის გამო, მას ასევე უწოდებენ “მბზინავ მარგალიტს”.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეს თანამედროვე არენა კიდევ უფრო განახლდება.
არამკო
ალ-ხუბარი, 46 000
სტადიონი მდებარეობს სპარსეთის ყურის სანაპიროზე და, შესაბამისად, აქვს აფრების ფორმა და ტალღის მოტივები. ეს ადგილი ნავთობის წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არენა საფეხბურთო კლუბს გადაეცემა.
სამხრეთ რიადი
რიადი, 47000
ფასადი აერთიანებს თანამედროვე ელემენტებს ტრადიციულ არქიტექტურულ სტილთან შერწყმით. ვინაიდან ტერიტორია განვითარდება მწვანე პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოს: პროექტში იქნება ინტეგრირებული მზის პანელები, ადგილობრივი გვალვაგამძლე მცენარეები, დამონტაჟდება წვიმის წყლის სისტემა და ა.შ.
მეფე აბდალას ეკონომიკა სითი
ჯედა, დაახლოებით 46000
სტადიონი წითელი ზღვის სანაპიროზეა და დიზაინი შთაგონებულია ადგილობრივი მარჯნის რიფებით.
პრინცი ფეისალ ბინ ფაჰდის სპორტ სითი
რიადი, დაახლოებით 47 ათასი
სტადიონი დიდ პარკში აშენდება, სახურავზე კი მზის პანელები დამონტაჟდება.
ჯედას ცენტრალური სტადიონი
ჯედა, დაახლოებით 46000
დიზაინი შთაგონებულია ქალაქ ელ ბალადის ისტორიული უბნის არქიტექტურით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქვს სამი იარუსი, გამჭვირვალე და მცოცავი სახურავი.
მეფე საუდის სახელობის საუნივერსიტეტო სტადიონი
რიადი, 46000
ეს სტადიონი 2015 წელს გაიხსნა და მზის შუქიდან გამომდინარე ხან ყავისფრად ჩანს და ხანაც ოქროსფრად. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ტევადობა დროებით გაორმაგდება, ტურნირის შემდეგ კი 33 ათასამდე შემცირდება.
აქ საუნივერსიტეტო გუნდები ითამაშებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings