in

მომავალი წელი ყველაზე კარგი იქნება: 12 ოქტომბერს საქართველოში MMA-ის მნიშვნელოვანი საღამოა

Young Warriors – შერეული საბრძოლო ხელოვნებების ლიგა 12 ოქტომბერს საქართველოში MMA-ს მორიგი მნიშვნელოვან საღამოს გამართავს. ეს არის შერეული საბრძოლო ხელოვნებების ქართული ლიგა, ძალიან წარმატებული და პერსპექტიული პროექტი, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს მიღმაც, წამყვანი MMA მებრძოლების ახალგაზრდა თაობისთვის უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სივრცეა, სადაც საკუთარ ძალებს, შესაძლებლობეს, მიზნებსა და მიღწევებს უყრიან თავს.
ავტორადიოს სტუმრები, ლიგის ხელმძღვანელი, გელა მახარაძე და 12 ოქტომბრის fight night-ის co-main event-ის მონაწილე, კობა ჭუმბურიძე იყვნენ. ინტერვიუ GFC-ისა და Young Warriors-ის ოქტაგონის წამყვანმა აიღო.



ეს Young Warriors უკვე მე-11 ღონისძიებაა. სანამ გადავალ უკვე 12 ოქტომბრის საკთხზე, მოგვიყევი საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, რა არის უფრო ვრცლად Young Warriors?

ეს არის ცალკე დამოუკიდებლად არსებული სამოყვარულო ლიგა, რომელიც ქვეყანაში ახალი თაობის გაზრდას, განვითარებას და პროფესიონალურ კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს. MMA საქართველოში პოპულარობასაც და კარგ შედეგებსაც დღითიდღე იმატებს. საუბარია UFC-ის უკვე ორ ჩემპიონზე, ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ორი ქართველი ქამრის მფლობელია. ამ სპორტს ყურადღება არ აკლია არც ჩვენს ქვეყანაში და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მათი წარმატებაა. შესაბამისად ქართველი მებრძოლებისთვის მსოფლიო ასპარეზზე დიდი გზაა გახსნილი და Young Warriors ზუსტად ამის შესაძლებლობაა.

რა არის მე-11 ღონისძიების გეგმა და მიზანი?

წელს ჩვენ სერიოზული წინსვლა გვქონდა. ტურნე ჩავატარეთ, მარნეულში, გორში, ფოთში შემდეგ უკვე თბილისში ჩავატარეთ ღონისძიება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ დავიმსახურეთ ჩვენი ქვეყნის ღირსების დამცავი სპორტსმენები ჩვენს ქეიჯზე გამოვიდეს. ერთ-ერთი მათგანია კობა ჭუმბურიძე, რომელიც მე11 Young Warriors-ზე მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ეს ბრძოლა გადაწყვეტს, გაემგზავრება თუ არა კობა ტაშკენტში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე.

კობა, ეს არის შენი შანსი მსოფლიო ჩემპიონატისკენ. რა გზა გაიარე ამ მნიშვნელოვან საღამომდე?

როცა გავიგე, რომ მსოფლიოზე მივდიოდი ძალიან გამიხარდა. ეს ჩემი ოცნებაა. არც საქართველოს ჩემპიონთან ბრძოლაა პრობლემა. ჩემ გუნდთან ერთად ძალიან კარგად ვემზადებოდი. ვარჯიში პროფესიონალური და ალბათ ჩემს კარიერაში ყველაზე რთული და სერიოზული პროცესი გავიარე გამარჯვებისთვის.

გელა, ტურნირი უბრალოდ ტურნირად არ იწყება და არ მთავრდება. რა ხდება ამ ორგანიზაციაში გამარჯვებების შემდეგ?

მოხარული ვარ რომ გარკვეული დროის შემდეგ, ჩამოვაყალიბეთ ასე ვთქვათ კიბე, სადაც მებრძოლი დამწყებიდან პროფესიონალურ დონეზე ადის. გზა პირდაპირ UFC-ზე. დამწყები, მოყვარული მებრძოლები იღებენ მონაწილეობას, Young Warrior-ში. გარკვეული გამარჯვებების შემდეგ, თუ შევამჩნევთ რომ მებრძოლი ნიჭიერია, მონდომებულია, ვარჯიშობს აქტიურად, სამი სამოყვარულო მოიგო ან ვერ მოიგო, მაგრამ თავი დაგვამახსოვრა, ეძლევათ შანსი რომ პროფესიონალურ დონეზე გადავიდნენ GFC (Georgian Fighting Championship/საქართველოს მებრძოლთა ჩემპიონატი) ლიგაში. თავის მხრივ ეს ამიერკავკასიაში წამყვანი პროფესიონალური ლიგაა და მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან ჩამოსულ სპორტსმენს აქვს საშუალებაი ბრძოლოს ჩვენს ოქტაგონზე. კონკურენციის დონე ისეთი შევქმენით, რომ ის ვინც ქამარს მოიგებს და შემდეგ დაიცავს, პირდაპირ ხვდება დანა უაით ქონთენდერ სერიებში. აქედან კი ერთი ბრძოლის მოგება სჭირდება უკვე UFC-ში საბრძოლველად.
დღემდე GFC-მ ოთარ ტანზილოვი და მიხეილ საჟინიანი გაუშვა კონტენდერებში საბრძოლველად.


ინტერვიუში გელა მახარაძემ იმ ქართველ მებრძოლებზეც ისაუბრა, რომლებსაც პროფესიონალურ კარიერაში წელს წესების დარღვევით თუ მსაჯთა სადაო გადაწყვეტილებით, მარცხი ჩაეწერათ.

საჟინიანის შემთხვევაში ტრავმა იყო მარცხის მიზეზი, ხოლო ტანზილოვის მარცხი უკვე მსაჯების მიერ მიღებული საეჭვო გადაწყვეტილება იყო. ამ ბოლო პერიოდში ქართველ მებრძოლებს მსაჯებთან რატომღაც პრობლემები აქვთ. შოთა ბეთლემიძეს მაგალითად აშკარად კეფაში ურტყამდა მოწინააღმდეგე და ტექნიკური ნოკაუტით მარცხი ჩაუთვალეს. რაულ თუთარაულის შემთხვევაში უსამართლობა მოხდა. არ ვიცი რა პოლიტიკას ატარებენ, ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლია. ყველა რეიტინგით ევროპის, აზიის ერთ-ერთი წამყვანი მებრძოლია. მოხდა ის რასაც არავინ ელოდა, მსაჯები მოქმედი ჩემპიონის მხარეს გადაიხარნენ. ლიგა განიხილავს ამ ბრძოლას აუცილებლად. ვითხოვთ ბრძოლის ხელახლა ჩატარებას, რაშიც მოწინააღმდეგე მებრძოლიც არ არის წინააღმდეგი.

კობა ჭუმბურიძემ და გელა მახარაძემ, ინტერვიუში საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნებების პოპულარობასა და მოთხოვნაზე ისაუბრეს.

„რაც young Warriors განვითარდა, მაყურებელმაც მოიმატა. – გვეუბნება 12 ოქტომბრის ბრძოლის მონაწილე კობა ჭუმბურიძე, – „ამბობენ რომ კარგია. იმიტომ რომ ვითარდება. ვითარდება სამოყვარულოც და პროფესიონალური დონეც.“

გელა მახარაძე, რომელიც ამ ლიგის ხელმძღვანელობასთან ერთად შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის გენერალური მდივანია, გვეუბნება, რომ სპორტის პოპულარობა ქვეყანაში აშკარად იგრძნობა. შთაბეჭდილება და შეხედულებაც შეიცვალა. თუ ადრე ამას ბრძოლას წესების გარეშე ეძახდნენ და სპორტული მიდგომა არ ჰქონდა, ბოლო წლებში ეს ასე აღარ ითვლება. წესებიც დაიხვეწა. არ არსებობს მიზეზი რომ ამას ერქვას ბრძოლა წესების გარეშე. დღეს დარბაზებში ძალიან დიდი მატებაა. ბევრი დარბაზი იხსნება და მგონია, რომ მომავალ წლებში ნომერ პირველი სპორტი იქნება საქართველოში.

სიახლეებზე რა შეგვიძლია ვთქვათ? რა გველის მომავალ წელს?

მგონია, რომ მომავალი წელი ყველაზე კარგი იქნება young warrior-ისთვის. გეგმები და სიახლეები, რომელსაც ახალი წლის შემდეგ ვგეგმავთ. ლიგას ეყოლება მოქმედი ჩემპიონები, ანალოგიურად GFC-ზე. ტიტულები, საჩემპიონო ქამრები, უზარმაზარი რესურსის ჩადებას ვგეგმავთ. ფედერაციის ყრილობაზეც გავაცანით მოქმედების გეგმა. ვაპირებთ არამხოლოდ MMA-ის, არამედ სხვა სპორტების განვითარებასაც. რომელიც საბოლოო ჯამში ისევ შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში იყრის თავს. გრეპლინგი, კიკბოქსინგი, სხვა ბრძოლები. ეს სამივე სპორტის სახეობა მოიყრის თავს Young Warriors-ში. თითო ბრძოლა თვეში GFC-ისთვის და ორი ბრძოლა Young Warriors-ისთვის.


Young Warriors 11 გაიმართება 12 ოქტომბერს, განახლებულ და რეკონსტრუქტირებულ GFC არენაზე, შატილის ქუჩა 4, აღმოსავლეთ უნივერსიტეტის შენობა. ბილეთები იყიდება biletebi.ge-ზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის ოცნება რეალობად აქციოს: ხვიცას ინტერვიუს ფიფას შვილზე, ოცნებებზე, ემოციებზე…

გაკვირვებულები და გახარებულები ვართ: ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა – დღეს პრესკონფერენციაა