ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ დიდებულ თამაშს იტალიაში ქება-დიდების მორიგი ტალღა მოყვა. მარადონას ქალაქში ახალგაზრდა ქართველი ბიჭით არიან აღფრთოვანებული. იტალიური მედია კი საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
კვარაცეცხლია: ხვიჩას სუპერმატჩი – გოლი, მომენტები და ნაპოლი ისევ ლიდერია
Sky Sport.it
„ნაპოლის” მომავალი საიმედო ხელშია, მისი შანსი ამ სეზონში კიდევ უფრო გაიზარდა. მიზეზი? – ხვიჩა კვარაცხელია. „სტადიო ოლიმპიკოზე“ პირველი იყო, ვინც თავი ასწია და გუნდს გამარჯვებისკენ წინ გაუძღვა, ესეც დიდი პიროვნებებისთვის დამახასიათებელი ნიშანია“.
BT Sport
„რთულია უკეთესი დებიუტი გქონდეს, ქართველმა ნეაპოლელ ქომაგებს თავისი კლასი კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, ხვიჩა თამაშს იდეალურად გრძნობს და დრიბლინგის არ ეშინია. 21 წლის ბიჭი ნამდვილი კაცივით თამაშობს. „ნაპოლის“ ემბლემაზე კოცნა კი მის
პიროვნულ თვისებებსა და გუნდის სიყვარულზე მეტყველებს“.
La Gazetta dello Sport
„სუპერკვარა ლიდერობას აბრუნებს. კვარაცხელია კვლავ მთავარი გმირია, 3 ქულის მომტანი გოლი გააქვს და დუბლის შესრულებამდე სულ ცოტა აკლდება. ხვიჩამ “ლაციო” გაანადგურა“.
Eurosport.it
„ქართველის თამაშით იტალიაში ტკბობას განაგრძობენ, ის არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ჭკვიანი მოთამაშეცაა, აქვს ყველანაირი თვისება, რათა სუპერვარსკვლავი გახდეს“.
Footballitalia
„კვარაცხელიამ დაასრულა ქამბექი“.
Corrieredellosport
„ორი ეშმაკი“ – ფენომენალური ლეაო და კვარა. მათ „მილანი“ და „ნაპოლი“ ჩემპიონობისკენ მიჰყავთ“.
დაბოლოს, რას wერს თავად ნაპოლის ოფიციალური გვერდი
K2 ოლიმპიკოს ცაში
„ნაპოლი აფრინდა „ლაციოს“ ფრთებზე მაღლა და „სტადიო ოლიმპიკოს“ სახურავიდან K2-ით გადახედა. კ – პირველი კიმია, მეორე კ – კვარაცხელია, რომელმაც თავისი ვარსკვლავი მარადიულ ქალაქში აანთო. „ნაპოლიმ“ საოცარი, სანახაობრივი და დამაჯერებლი ქამბექით „ლაციო“ დაამარცხა. ჰორიზონტზე ამოვიდა კომეტა კვარა, რომელმაც იტალიის დედაქალაქი ლურჯად შეღება“.
GIPHY App Key not set. Please check settings