in

მოლოდინი გვქონდა, რომ ფავორიტები ვიყავით, მაგრამ… კიტეიშვილი ამბობს, რომ გაანალიზებაა საჭირო

საქართველომ კიდევ ერთი მატჩი წააგო.და კიდევ ერთხელ დასანანად. ისევ 0:1 ისეთ თამაშში, რომელშიც ქულას მაინც ვიმსაუხრებდით.

ოთარ კიტეიშვილი:

“სექტემბრის თამაშების შემდეგ მოლოდინი გვქონდა, რომ ჯგუფის ფავორიტები ვიყავით, მაგრამ გამოჩნდა, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველა გუნდს თანაბარი შანსი ექნება ჯგუფის მოგების. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, შევისწავლოთ, რას არ ვაკეთებთ სათანადო დონეზე და გამოვასწოროთ ნოემბრის მატჩებში. აუცილებელია კარგი შედეგის ჩვენება და იმედი მაქვს, რომ ჯგუფის წარმატებით დასრულებას შევძლებთ.

წინა მატჩთან შედარებით, მეტოქე უფრო მეტად კომპაქტურად იცავდა თავს, ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ და ცდილობდნენ, რომ ფლანგებიდან შეგვეტია, რამაც გაართულა ჩვენთვის სივრცეების პოვნა. გვქონდა გარკვეული მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. ორივე თამაშში მსგავსი გოლები გავუშვით, თითქოს იღბალიც არ იყო ჩვენს მხარეს. უნდა გავაგრძელოთ შრომა, განვითარება და შედეგი აუცილებლად იქნება”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იმედგაცრუებულები ვართ: ლოჩოშვილის აზრით არ უნდა წაგვეგო

ვიდეო: თორნიკე შენგელიას ლიდერობით ვირტუსმა ვენეცია დაამარცხა