in

მოლაპარაკება დაწყებულია: მიქაუტაძე შესაძლოა ზამთარში თურქულ გრანდში აღმოჩნდეს

თურქი ჟურნალისტი იაგიზ საბონჩუღლუ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა, 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “გალათასარაიში” აღმოჩნდეს.

სტამბოლურ გუნდს სეზონის ბოლომდე მაურო იკარდი დაემტვრა, ვიქტორ ოსიმენის ამბავი კი ჯერ ბოლომდე გასარკვევია. ნიგერიელმა თქვა, რომ ამ სეზონს აუცილებლად თურქულ გრანდში ჩაამთავრებს, მაგრამ მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლითაც სარგებლობა და “ნაპოლის” ყოფილი ფორვარდის გამოსყიდვა გრანდებს შეუძლიათ.

მოკლედ, “გალათასარაი” ამ ზამთარს ფორვარდს აუცილებლად დაიმატებს და “ლიონს” მიადგა, რომელიც ფინანსურად ამ ეტაპზე ძალიან გაჭირვებულია და რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა ესაჭიროება.

ზემოთ აღნიშნული ჟურნალისტის ცნობით, თურქულმა მხარემ ფრანგებთან ორ ფეხბურთელზე, გიორგი მიქაუტაძეზე და მის ნიგერიელ 22 წლის ფორვარდ გიფტ ორბანზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ხელში ერთ-ერთი მათგანის ჩაგდებას შეეცდება.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის სუპერლიგის რებრენდინგი: ახალი სახელი, ახალი ფორმატი

საქართველომ 2024 წელი 68-ე ადგილზე დაამთავრა