პუერტორიკოელი მოკრივე ფელიქს ვერდეხო ორსული ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
Washington Post-ის ინფორმაციით, მოკრივეს ბრალი კეიშლი როდრიგესის მკვლელობაში ედება. კეიშლი შვილს სწორედ ფელიქსისგან ელოდებოდა.
29 აპრილს, როდრიგესის დედა ქალიშვილს უკანასკნელად ელაპარაკა. გოგონა ორი თვის ორსული იყო და ვერდეხოსთვის ამ სასიხარულო ამბის თქმას გეგმავდა. მისი სხეული სან-ხუანის სიახლოვეს, ორი დღის შემდეგ იპოვეს. 2 მაისს ვერდეხო პოლიციას ჩაბარდა. მას ბრალი გატაცებასა და მკვლელობაში წაუყენეს.
როდრიგესის მკვლელობამ პუერტო რიკოში მასობრივი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, ადამიანები ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებენ.
ვერდეხო 2012 წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings