in

მოისწრაფიშვილი სპარტაკში გადავიდა

გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას ტრადიციულ კლუბ ტრნავის “სპარტაკში” გააგრძელებს. თბილისის “დინამოსა” და ფოთის “კოლხეთი 1913-ის” აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა სლოვაკურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

23 წლის მოისწრაფიშვილი თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. “კოლხეთის” გარდა, უთამაშია “თელავსა” და ბელგიურ “ბევერენში”. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.

მისგან აშკარად მეტის მოლოდინი იყო, თუმცა ისეთ ასაკშია, ყველაფერი წინ აქვს და იმედია, ბოლომდე გამოავლენს მართლაც დიდ პოტენციალს.

გიორგი აბუაშვილთან ერთად, ის “კოლხეთის” ლიდერი გახლდათ. ფოთელებს უსათუოდ დასჭირდებათ გაძლიერება, მით უმეტეს, თუ ფოთურ კლუბს აბუაშვილიც დატოვებს, რისი შანსიც საკმაოდ დიდია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თურქეთმა საქართველოსთან მასპინძელი ქალაქი და სტადიონი აირჩია: პატარა და პირველად

ვულვზს აქვს შანსი იყიდოს მიქაუტაძე