გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას ბელგიურ “ბევერენში” გააგრძელებს. თბილისის „დინამოს“ შემტევი ბელგიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით იასპარეზებს.
გიორგი მოისწრაფიშვილმა „დინამოში“ 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 14 საგოლე გადაცემა.
პროფესიული კარიერა 2020 წელს „დინამო თბილისი 2“-ში დაიწყო, მაგრამ იმავე წელს იჯარით „თელავში“ გადავიდა და კარგი თამაშის შემდეგ, 2021 წელს „დინამოში“ დაბრუნდა. იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი, მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ევრო 2023-ზე.
„ბევერენი“ ბელგიის მეორე ლიგაში გამოდის. გუნდი 4 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-11 ადგილზეა.
მოისწრაფიშვილზე ბელგიური კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაწერა.
GIPHY App Key not set. Please check settings