33 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეშვიდე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა. გიგამ ბრაზილიელ ედსონ ბარბოზას 5-რაუნდიანი ბრძოლა მესამე რაუნდში დაუმთავრა. ქართველმა მებრძოლმა მეტოქე დაჩაგრა და UFC-ში ნოკაუტით ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.
ეს ქართული MMA-ს ისტორიაში დაწერილი ახალი ფურცელია, რადგანაც აქამდე UFC-ს ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში არავის უჩხუბია. ჭიკაძემ კი მთავარ ბრძოლაში იჩხუბა და მისი მოგებაც მოახერხა.
მესამე რაუნდში ბარბოზამ ჭიკაძის დარტყმებს ვეღარ გაუძლო და მსაჯმა შეხვედრა გააჩერა. ჭიკაძემ კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო და თამამი განცხადება გააკეთა, რომ ქამრისთვის ბრძოლას აპირებს. გიგამ მაქს ჰოლოვეიც გამოიწვია, ბრძოლის დასრულების შემდეგ, ჭიკაძემ შეკრებილ ქომაგს და ათასობით მაყურებელს უთხრა, რომ ჰოლოვეისთან ჩხუბი სურს.
GIPHY App Key not set. Please check settings