in

მოვიგეთ, მაგრამ წავაგეთ: საქართველოსთვის ოლიმპიადა ისევ მიუწვდომელია

საქართველო ოლიმპიადაზე ისევ ვერ ითამაშებს. გუნდურ სახეობაში ეს ჯერაც მიუღწეველი დაგვრჩა. ჩვენმა კალათბურთელებმა რიგაში საკვალიფიკაციო ტურნირზე სამგუნდიანი ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს. მეორე თამაში ფილიპინებს კი მოვუგეთ, მაგრამ მინიმალური სხვაობით – 96:94 და ამიტომ ბოლო ადგილზე გავედით.

არადა ჯგუფიდან გასასვლელად მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება გვჭირდებოდა, იმდენდ დიდი სხვაობით წავაგეთ ლატვიასთან პირველი შეხვედრა (55:83).

საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია დაუბრუნდა, რომელმაც პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.
სტარტი საოცარი გამოვიდა – 16:0.
ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, ფარზე მეტოქეს ჯობდა, შეტევაში ბითაძე და მამუკელაშვილი შესანიშნავად გაოიყურბეოდნენ, შენგელია შეუჩერებელი იყო, ტომასონსაც სროლები წაუვიდა და 40:20 დავწინაურდით. იმედი და შანსი გაჩნდა. მერე ფილიპინებმა 11-ქულიანი გაქცევა მოახერხა და პირველი ტაიმი 55:43 მოვიგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ იყო კატასტროფული თამაში, ფილიპინები წინაც კი გავიდა და მესამე პერიოდის შემდეგ 74:74 იყო. აქ უკვე ცხადია იყო, რომ მიზანს ვეღარ მივაღწევდით.

საქართველოდან 26 ქულით ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო (7 მოხსნა), ბითაძემ 19 ქულა ჩააგდო (9 მოხსნა), შენგელიამ – 17 (7 პასი), ტომასონმა – 14, სანაძემ – 13, ანდრონიკაშვილმა – 5.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ირლანდია გამოირიცხა: სანიოლმა საქართველოსთან მოლაპარაკება დაიწყო 

წიტაიშვილი თურქებს მოეწონათ და მალე წაყვანას იმედოვნებენ